Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მამაკაცი დააკავეს


რუსთავის მერიაში მაღალი თანამდებობის პირთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო მამაკაცი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ინციდენტი 4 ივნისს ერთ-ერთ სხდომაზე მოხდა. სხდომაზე, სადაც მიწების ლეგალიზების საკითხს განიხილავდნენ, ინციდენტში მონაწილე მამაკაცის განცხადებაც იყო შეტანილი.

შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი დაადასტურა რუსთავის მერიის აპარატის უფროსმა, ნინო ნიკოლავამ, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ მიერ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა.

ნიკოლავამ თავი შეიკავა მაღალი თანამდებობის პირის დასახელებისგან, რომელთანაც დაპირისპირება მოხდა.

მიწების ლეგალიზების კომისიაში შედიან როგორც ვიცე-მერები, ასევე მერიის რამდენიმე სამსახურის უფროსი. კომისიაში შესულ განცხადებებს და მათთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროექტებს, საბოლოოდ, რუსთავის საკრებულოში განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG