Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დააკავა ბაგებში, ორი პირის დაჭრაში ბრალდებული


თბილისში, ორი მოქალაქის დაჭრის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. შემთხვევა 3 ივნისს მოხდა ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობის მახლობლად.

შსს-ს ინფორმაციით, 1962 წელს დაბადებულ მ.ხ-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო 1980 წელს დაბადებულ მ.გ-ს ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში. ორივე მათგანი თბილისში დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა 1980 წელს დაბადებულ გ.წ-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ-ს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG