Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის დანადგარების მეორე პარტიას გზავნის რუსეთში


რუსეთში იგზავნება აშშ-ში დამზადებული ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის დანადგარების მეორე პარტია. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავრობის კეთილი ნების ჟესტი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის დასახმარებლადაა მოწოდებული, აზრთა სხვადასხვაობასა და კრიტიკას იწვევს.

ვენტილატორების კომპანია Vyaire Medical-ის წარმომადგენელმა პატრიკ ო’კონორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 30 მაისს მოსკოვში იგზავნება 150 ვენტილატორი.

21 მაისს ამერიკიდან 50 ვენტილატორი ჩაიტანეს რუსეთში, რაც აშშ-ის საელჩოს „ჰუმანიტარული დახმარება“ იყო.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, 200 ვენტილატორის საერთო ღირებულება 5,6 მილიონი დოლარია და აშშ ყველა ხარჯს ფარავს.

რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მიხედვით, თუმცა გარდაცვლილთა რიცხვი უჩვეულოდ დაბალია, რაც კითხვებს ბადებს კრიტიკოსთა შორის. მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლება დათვლისას განზრახ ამცირებს გარდაცვლილთა რაოდენობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG