Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესტორნებისთვის, მოლებისთვის და ბაზრობებისთვის მინისტრმა დაამტკიცა რეკომენდაციები


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოსცა ბრძანება, რომელიც სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ბრძანება, რომელიც 20 დანართისგან შედგება მოიცავს რეკომენდაციებს სამშენებლო სექტორისთვის; მომსახურების/საოფისე საქმიანობისთვის; სოფლის მეურნეობისათვის; მიტანის მომსახურებისთვის; სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური მედიცინის ცენტრებისთვის; საცალო და საბითუმო ვაჭრობისთვის; სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის; სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის; ბაზრობებისთვის და სხვ.

ზოგადი რეკომენდაციები ბევრი ობიექტისთვის საერთოა:

  • სამუშაოს დაწყების წინ, 20 და მეტი დასაქმებულის არსებობის შემთხვევაში უნდა გააკონტროლოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;
  • უნდა შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც აღენიშნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ან/და სიმპტომები;
  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • დასაქმებულები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ფარი - საჭიროების შესაბამისად);
  • უზრუნველყოს დასაქმებულთა სამუშაო ადგილას ავეჯის ისეთი განლაგება, რომ დასაქმებულებს შორის დაცული იყოს 2მ დისტანცია;
  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

მიწოდების მომსახურება

კონკრეტული მიმართულებების მიხედვით კი ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ მიტანის მომსახურებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებში ვკითხულობთ:

პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდების სერვისს, აღჭურვილი უნდა იყოს ნიღბითა და ხელთათმანით;

პროდუქტის/ნებისმიერი ნივთის მიწოდებისას, არსებულ შეფუთვას, გარედან უნდა დაემატოს მეორე შეფუთვა, რომლის მოხსნაც მოხდება მიმღების მიერ;

შეკვეთის მიღებისას, მოსთხოვოს მომხმარებელს სერვისით სარგებლობისთვის სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის.

სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური მედიცინის ცენტრებისთვის სავალდებულოა ნიღბის გამოყენება;

განსაკუთრებით ბევრი რეკომენდაცია ვრცელდება რესტორნებზე

  • ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ:​
    • მომსახურების მიღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
    • იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით.
  • წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
  • მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი;
  • აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
  • განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე ობიექტებისთვის:

  • მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
  • 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
  • დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
  • უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე რესტორნებისთვის:

დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
  • ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.
  • სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
  • ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
  • გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. ამასთან:
  • 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება;
  • 31 მ2-დან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2).
  • დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
  • გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
  • უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
  • ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

რეკომენდაციები ბაზრობებისთვის

  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;
  • ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყოს ტერიტორიის დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა;
  • უზრუნველყოს სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია;
  • უზრუნველყოს ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს ფუნქციონირება;
  • უზრუნველყოს სველი წერტილების დასუფთავება/დეზინფიცირება;
  • ხელსაბანები აღჭურვოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით: თხევადი საპონი, ინდივიდუალური ხელსახოცები;
  • უზრუნველყოს მომხმარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე;
  • უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა დასაქმებულებს შორის (დახლების შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, გამოიყენოს დროებითი გამყოფი ტიხრები (ბარიერები);
  • სავაჭრო სივრცეში მასობრივი თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, არეგულიროს ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა რაოდენობა;
  • სავაჭრო დახლების წინ მოინიშნოს უსაფრთხო დისტანცირების მაჩვენებელი პირობითი ნიშნით;
  • არ დაუშვას ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი პირბადისა და ხელთათმანის გარეშე;
  • მომხმარებელი ვალდებულია სურსათს შეეხოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენებით;

რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის

ძირითადი რეკომენდაციები:

  • საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ:

  • უზრუნველყავით უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
  • გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე მოლის გახსნამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირეთ მინიმალურამდე მოლის დახურვიდან 2 საათის შემდეგ;
  • არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
  • სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
  • სველ წერტილებში გამორიცხეთ ფანჯრების გაღება, რათა უზრუნველყოთ ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვა;
  • გადართეთ ვენტილაცია არანაკლებ 40% გარედან შემოსული ჰაერის ცირკულაციაზე;
  • უზრუნველყავით ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით).

სავაჭრო ცენტრის სივრცეში განთავსებული ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა ვალდებულებები:

  • უზრუნველყოს ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით 2 საათიანი ინტერვალებით, ხოლო სამუშაო დღის ბოლო მოხდეს მისი სრული დეზინფექცია;

უზრუნველყოს სამუშაო სივრცის მუდმივი ვენტილაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG