მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია უახლოეს რამდენიმე თვეში დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტს შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს უთხრა.
კითხვაზე, იქნება თუ არა გახარია შემოდგომაზეც პრემიერის თანამდებობაზე, კობახიძემ ასე უპასუხა:
"რა თქმა უნდა".
ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებს. ეს ინფორმაცია ჯერ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ.
დაწერეთ კომენტარი