Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია თალაკვაძეს: მკაცრად დაიცავით რეგლამენტი, ამით საშუალება გვექნება ხალხზე მეტად ვიზრუნოთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის ტრიბუნიდან რეგლამენტის დაცვის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, მათ რეგლამენტის დაცვის შემთხვევაში დრო დაეზოგებათ და ხალხის ზრუნვისთვის მეტი დრო დარჩებათ.

"ჩვენ ერთი დღით ადრე ვიდექით და ვუპასუხეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც იყო დასმული პანდემიასთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ, პარლამენტს, რეგლამენტს... მიუხედავად იმისა, რომ, მერწმუნეთ, ბევრად მეტი რამ გვაქვს გასაკეთებლი, ჩვენ ვდგავართ და ამ კთხვებსაც გავრცემთ პასუხს", - თქვა გახარიამ.

გახარიას კითხვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ დაუსვა. მან კითხვისთვის გამოყოფილი დრო პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაამატებინა.

გახარია დღეს, 29 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის გზით ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ დაიბარა. თუმცა მან მათ მისვლა დაასწრო და პარლამენტის წინაშე ანგარიშით 27 მაისს წარდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG