Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია სანქციებით ემუქრება რუსეთის მოქალაქეს თავის პარლამენტზე ჰაკერული თავდასხმის გამო


FBI-ის პლაკატი, რომელზეც გამოსახულია ჰაკერების ჯგუფის, APT28-ის იგივე, Fancy Bear-ის წევრი, ძებნილი დმიტრი ბადინი
FBI-ის პლაკატი, რომელზეც გამოსახულია ჰაკერების ჯგუფის, APT28-ის იგივე, Fancy Bear-ის წევრი, ძებნილი დმიტრი ბადინი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის სანქციებით დაემუქრა გერმანიის პარლამენტზე 2015 წელს ჰაკერული თავდასხმისთვის „პასუხიმგებელ“ პირებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეს, რის ფონზეც მძაფრდება დიპლომატიური წინააღმდეგობა ორ ქვეყანას შორის.

სამინისტროს თანახმად, მან გამოიძახა რუსეთის ელჩი ბერლინში, რათა მისთვის გადაეცათ გზავნილი, დასტური იმისა, რომ დმიტრი ბადინი თავდასხმის დროს მუშაობდა რუსეთის სადაზვერვო უწყებაში.

გერმანიის პროკურატურამ ბადინის დაპატიმრების ორდერი გასცა 5 მაისს. მას აშშ-ის ხელისუფლებაც დაეძებს და ფიქრობს, რომ ის არის APT28-ის, იგივე, Fancy Bear-ის სახელით ცნობილი ჰაკერული ჯგუფის წევრი.

„რუსეთის ელჩს გადაეცა ინფორმაცია, რომ გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გაცემული, რუსეთის მოქალაქე, დმიტრი ბადინის, დაპატიმრების ორდერის საფუძველზე, გერმანიის მთავრობა ბრიუსელში შეეცდება შემოღებულ იქნეს ევროკავშირის კიბერსანქციების რეჟიმი თავდასხმისთვის პასუხიმგებელი პირების, მათ შორის ბადინის მიმართ“, წერს სამინისტრო თავის განცხადებაში.

„არსებობს სარწმუნო დასტური იმისა, რომ თავდასხმის დროს ბადინი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (GRU-ს) წევრი იყო“ , დასძენს სამინისტრო.

მაისის თვეში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „მყარი მტკიცებულება“ არსებობდა იმისა, რომ 2015 წლის კიბერთავდასხმაში, რომელიც გერმანიის პარლამენტზე განხორციელდა, „რუსული ძალები“ იყვნენ გარეული. ამ თავდასხმის დროს, გავრცელებული ცნობებით, მოიპარეს დოკუმენტები მერკელის საპარლამენტო ოფისიდან.

27 მაისს რუსეთმა უარყო ბენდესტაგზე მოწყობილ თავდასხმასთან თავისი კავშირი და განაცხადა, რომ ამ საქმეს ბერლინი იყენებს კორონავირუსის პანდემიის პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად.

გერმანიის ქმედებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება ჯერ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG