Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: თეატრი ცოტა სპეციფიური ჟანრია


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მას ესმის, რომ სასურსათო უსაფრთხოებასთან ერთად "ადამიანს სულიერი საზრდოც სჭირდება", მაგრამ გარკვეული ჟანრობრივი თავისებურებების გამო, თეატრების გახსნა ჯერ არ იგეგმება.

მისი ეს პასუხი მოჰყვა დეპუტატ ნუკრი ქანთარიას შეკითხვას, თუ რას გეგმავს ხელისუფლება სახელოვნებო დაწესებულებების ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით.

„ისე უნდა გავაკეთოთ ეს, რომ რაღაც რისკები არ შევქმნათ. თეატრი ცოტა სპეციფიური ჟანრია, იქ დრამაა, სხვადასხვა სცენები არსებობს და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, მთლად სპორტიც არ არის, ამიტომ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში პასუხობს შეკითხვებს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

XS
SM
MD
LG