Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ შეცდომად მიიჩნია სომეხი ოფიცრის მკვლელობაში ბრალდებული აზერბაიჯანელი ოფიცრის გათავისუფლება


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეცდომად მიიჩნევს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომეხი ოფიცრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული აზერბაიჯანელი ოფიცრის რამილ საფაროვის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

26 მაისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ არსებობს არავითარი გამართლება, თუ რატომ არ მოიყვანა სისრულეში აზერბაიჯანმა რამილ ჯაფაროვის მიერ გამოტანილი განაჩენი და დაუსჯელი დატოვა მის მიერ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.

2004 წელს უნგრეთში ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე აზერბაიჯანელმა ოფიცერმა ნაჯახით მოკლა სომეხი კოლეგა გურგენ მარგარიანი. ამ დანაშაულისათვის უნგრეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა აზერბაიჯანელ ოფიცერს. საფაროვმა აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ მარგარიანმა შეურაცხყო მისი ქვეყანას, როდესაც აზერბაიჯანის დროშაზე დააშარდა.

2013 წელს უნგრეთმა სასჯელის ვადის მოსახდელად აზერბაიჯანს გადასცა საფაროვი. მაგრამ ბაქოში ჩასულ აზერბაიჯანელ ოფიცერს დახვდნენ როგორც გმირს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა საფაროვი შეიწყალა, აუნაზღაურა სახელფასო დავალიანება და ბინა გადასცა.

სასამართლოს დადგენილებით აზერბაიჯანმა მოსარჩელე მხარეს კომპენსაციის სახით 15 ათასი ფუნტი სტერლინგი უნდა გადუახადოს.

მოკლული სომეხი ოფიცრის ნათესავებმა განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის განხილვა მოითხოვეს არა კომპენსაციის მისაღებად, არამედ სამართლიანობის აღსადგენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG