Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა, - იტყობინება საქართველოს მთავრობის აადმინისტრაცია. მათი ცნობით, გიორგი გახარიამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიულოცა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა და ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხთან მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს COVID - 19-ის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და იმ უსაფრთხოების ზომებზე, მათ შორის საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ტურიზმის ამოქმედების კუთხით, რომელსაც სახელმწიფოები პოსტპანდემიურ პერიოდში მიმართავენ. ყურადღება გამახვილდა ე.წ უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზე, რასთან დაკავშირებითაც საქართველოსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. ადმინისტრაციის ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორივე სახელმწიფომ შეძლო COVID - 19-თან ეფექტიანი ბრძოლა.

გიორგი გახარიამ განაცხადებით, შედეგად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც პირველი ივლისიდან შეძლებს ტურიზმის გახსნას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას, ამასთანავე უზრუნველყოს უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. მისი თქმით, ასევე მისასალმებელია, რომ ისრაელი საქართველოს იმ 8 სახელმწიფოს შორის განიხილავს, რომელთანაც ტურიზმის გახსნას გეგმავს.

პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ პროგრესზე.

გახარიამ ნეთანიაჰუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

XS
SM
MD
LG