ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა.
24 მაისის პროცესზე, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლისა და ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამართლემ, გიორგი ქაშაკაშვილმა პროცესი დახურა მედიისა და საზოგადოებისთვის.
პროცესის დახურვას, ასევე, მოითხოვდა ბასილაშვილის დაცვა, სპორტსმენის კარიერის გამო:
"დღევანდელი მოცემულობა ხელს შეუშლის მის საქმიანობას", - თქვა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.
სპორტსმენი, სავარაუდოდ, 22 მაისს დააკავეს. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.
ამავე თემაზე: ყოფილი ცოლის ცემისთვის ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა