Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კახა ოქრიაშვილი: თუ ქართული ოცნება არ წარმადგენს, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს

კახა ოქრიაშვილი: თუ ქართული ოცნება არ წარმადგენს, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს


ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ თუ 2020 წლის არჩევნებში მაჟორიტარად პარტია არ წარადგენს, ის დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან მთავარ არხთან საუბრის დროს განცხადა.

"უკვე წლებია ვუკვეთავ [ვიკვლევ] ჩემს რეიტინგებს, ძალიან მაღალი რეიტინგი მაქვს წალკაშიც და დმანისშიც... 2004 წელსაც გავიმარჯვე როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა", - თქვა ოქრიაშვილმა.

კახა ოქრიაშვილი ქართული ოცნების ის ერთ-ერთი დეპუტატია, რომელსაც 2019 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა დაბრალდა. მან ხმა არ მისცა ამ ცვლილებების პროექტს, რომელიც მმართველმა პარტიამ დააანონსა.

XS
SM
MD
LG