Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მოხვდა შეწყალებულებს შორის გიორგი რურუაც


ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აცხადებდნენ, რომ თუ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებდნენ, არ დაუბრუნდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდას. დღეს ამ სამიდან ორი, ოქრუაშვილი და უგულავა პრეზიდენტმა შეიწყალა.

შეწყალებულთა შორის არ მოხდა გიორგი რურუა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მას სასჯელი ჯერ არ აქვს მისჯილი. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებული პირების შეწყალება შეუძლია.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის ფინანსურად ეხმარებოდა თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუას კი პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. ოპოზიცია ერთხმად აცხადებდა, რომ ხელისუფლებისგან 8 მარტს მიღებული სიტყვიერი დაპირებით - უნდა შეწყვეტილიყო პოლიტიკური ნიშნით გასამართლების პროცესი და უნდა გათავისუფლებულიყო ოთხი პატიმარი, მათ შორის, გიორგი რურუა.

XS
SM
MD
LG