Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სერვისებით სარგებლობისთვის წინასწარ, ელექტრონულად დაჯავშნა იქნება აუცილებელი


იუსტიცის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით სარგებლობისთვის წინასწარი, ელექტრონული რეგისტრაცია იქნება საჭირო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, მოქალაქემ სერვისების სარგებლობამდე რეგისტრაცია უნდა გაიაროს ვებგვერდზე - my.gov.ge.

"my.gov.ge-ს გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე. ჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს ამ წუთიდან", - თქვა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, ამ პერიოდში შეუძლებელი იქნება ქორწინების რიტუალის სერვისით უზრუნველყოფა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს წესი მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით იმოქმედებს.

საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა მოგვიანებით 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG