Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკეტილი ბათუმი და ქუთაისი 5 მაისიდან გაიხსნება


ხვალიდან, 5 მაისიდან ისევ ნებადართული იქნება ქუთაისსა და ბათუმში თავისუფლად შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება დღეს, 4 მაისს მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

შეზღუდვა რჩება თბილისსა და რუსთავში. „ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თბილისის და რუსთავის შემთხვევაში, შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. გიორგი გახარიას იმედი აქვს, რომ თბილისის და რუსთავის გახსნის საკითხი დადებითად გადაწყდება ამ კვირის ბოლოსთვის.

საქართველოს 4 დიდი ქალაქიდან გასვლა და შესვლა 15 აპრილს აიკრძალა.

XS
SM
MD
LG