Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვმა სააკაშვილს ცუდის მანიშნებელი უწოდა


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კარგი არაფერი მოუტანა საქართველოს, ოდესას და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

„სააკაშვილი რა თქმა უნდა, ძალიან ცუდის ნიშანია. საქართველოსთვის - ქვეყანა დაიშალა. კარგი ვერაფერი მიიღო ოდესამაც. ცუდის ნიშანი იყო პრეზიდენტ პოროშენკოსთვისაც, რომელმაც დაასაქმა. ამის შემდეგ მისი რეიტინგები დაეცა“, - უთხრა პესკოვმა ტელეკომპანია RTVI-ს.

პუტინის პრესმდივნის თქმით, ნახა მედიით გავრცელებული ცნობები, რომ თითქოს, უკრაინამ უარი თქვა სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის იდეაზე და კიდევ კარგი. ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ უკრაინის მთავრობის შემადგენლობა რუსეთის საქმე არ არის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტს სააკაშვილის კანდიდატურა 30 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე უნდა განეხილა, თუმცა, საკითხი დღის წესრიგში არ შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურში“.

XS
SM
MD
LG