Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ჯაფარიძე და 14 აქტივისტი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა


შსს-ს ცნობით პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა.

3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით.

შსს-ს ცნობით ზურაბ ჯაფარიზე და სხვა 14 პირი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.
საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით",- ნათქვამია შსს-ს განცახდებაში.

ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომაროებით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვდა. ამ მოთხოვნით გამართული აქციაზე სამართალდამცეველმა რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავა.

საქართველოში covid-19- ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.



XS
SM
MD
LG