Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს COVID 19-ის შესაჩერებლად


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების დაკეტვამდეც საკუთარი ინიციატივით სამლოცველოები დახურეს და ადგილობრივი მეჩეთებში ლოცვა შეწყვიტეს მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა. ამ დროს საქართველოს მთავრობის ქმედებები კი მიუთითებს, იმაზე, თითქოს საქართველო მხოლოდ მართლამადიდებელი კონფესიის სახელმწიფოა.

„საქართველოს მუსლიმმა რელიგიურმა ლიდერებმა არამარტო ამ ორ მუნიციპალიტეტში არამედ მთელ ქვეყანაში გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველაფერი გააკეთეს რათა ხელი შეეშალათCOVID 19-ის გავრცელებისათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადება, თითქოს საქართველო მხოლოდ ერთი თუნდაც ყველაზე მსხვილი რელიგიური კონფესიის -მართლმადიდებელთა - სახელმწიფოა, კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად არასწორი და არაზუსტი წარმოდგენა აქვთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფოზე”,-აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი სიტყვებით, საქართველო სამოქალაქო სახელმწიფოა, რომლის კონსტიტუციაც თანაბარუფლებიან მოქალაქეებად განიხილავს ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა.

აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებას ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო 15 აპრილს.

„დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც", - განმარტა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზისგან განსხვავებულად გამოაცხადება სააღდგომო ლიტურგიის საკითხი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა. მან საპატრიარქოს პოზიციას შეთანხმება უწოდა და აღნიშნა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, „დიდი ზომის ეკლესიებში - 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო, მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები".

16 აპრილს 15:30 საათისთვის საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 336-მდე გაიზარდა. მათგან 74 გამოჯანმრთელებულია. 3 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG