Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტო: ბზობის დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბზობას უწოდებენ. ამ დღეს მორწმუნეები ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, წირვის შემდეგ მოძღვარი ბზას აკურთხებს, რომელსაც მრევლი შემდეგ მთელი წელი ინახავს. ბზობის შინაარსი დაფუძნებულია სახარების იმ ნაწილზე, რომელშიც მოთხრობილია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. გადმოცემის თანახმად ისეო ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი მას ზეიმით შეეგება. ისინი მაცხოვარს პალმის რტოებსა და საკუთარ სამოსელს უფენდნენ. ბზობა აღდგომის წინა კვირას აღინიშნება.


16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG