Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სააღდგომო ღონისძიებები გადადო


საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ. ამის შესახებ ეკლესიის საიტზე გავრცელდა ინფორმაცია.

სინოდის დადგენილებით, 18-დან 19 აპრილის ღამით ჩატარდება აღდგომის წირვა, მაგრამ ყველა ტაძრის კარები დახურული ქნება. ამგვარად, ღვთისმსახურება აღესრულება მრევლის გარეშე.

საზეიმო დღესასწაული გადატანილია სააღდგომო დღესასწაულის 39-ე დღეს, 27 მაისს, მას მერე, რაც სავარაუდოდ დასრულდება კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საკარანტინო პერიოდი.

ელადის ეკლესია საბერძნეთის კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც გაბატონებული ეკლესია, თუმცა ქვეყანაში რწმენის თავისუფლება მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააპატიმრეს, როცა მათ ღვთისმსახურების ჩატარება სცადეს ხელისუფლების მიერ გამოცემული აკრძალვის დარღვევით. საბერძნეთის ხელისფლებამ ტაძრები დახურა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

აღდგომისწინა ვნების კვირა და თავად აღდგომა წელს საკარანტინო პერიოდს ემთხვევა - ნათქვამია სინოდის უწყებაში. მღვდელმთავრებმა მრევლს მოუწოდეს, შინ ილოცონ უპრეცედენტო ვითარების გამო.

XS
SM
MD
LG