Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტო: წირვა თბილისის ეკლესიებში

საქართველოს მთავრობის დადგენილება №181 სხვადასხვა სახის შეზღუდვებს უწესებს საჯარო სივრცეში შეკრების მსურველებს. დადგენილება მოითხოვს დისტანციის დაცვსა და კრძალავს საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრას 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ დოკუმენთში საკულტო შენობებზე - ეკლესიებზე, მეჩეთებზე, სინაგოგებზე და ა.შ. არაფერია ნათქვამი. საქართველოს ეკლესია კი არ წყვეტს რიტუალებს და საპატრიარქოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „საპატრიარქოს უწყებანის“ ფეისბუკგვერდზე შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს:
„საქართველოს ეკლესია მაქსიმალურად იცავს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ყველა რეკომენდაციას და აგრძელებს ეკლესია-მონასტრების დეზინფექციას, რადიოფიცირებას და მორწმუნეების სოციალური დისტანციის დასაცავად საჭირო ნიშნულების გამოყოფა-მონიშვნას“.

16x9 Image

მზია საგანელიძე

მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG