Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ქუთაისში პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში დააკავა 1978 წელს დაბადებული ზ.ჭ., რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრისთვის - დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას - 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა.

შსს-ს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოსა და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს სპეციალური ოპერატიული ღონისძიება.

გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG