Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალიდან საქართველოში უცხოური კომპანიებისთვის საჰაერო მიმოსვლა სრულად წყდება


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 21 მარტიდან საქართველოში ვერცერთი უცხოური ავიაკომპანია მგზავრს ვერ შემოიყვანს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.

"ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ფრენები, რომელიც ხორციელდება საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინებული საქართველოს მთავრობის მიერ", - განმარტა მან.

მანვე თქვა ისიც, რომ საქართველოში შემომსვლელი ყველა ადამიანი 2-კვირიან კარანტინში მოხვდება. დამატებით, სასაზღვრე სივრცეებთან მოეწყობა საკარანტინე ადგილები.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიური საფრთხის გამო შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვება, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, შეწყდა მიკროავტობუსებით მიმოსვლა და საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG