Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პუტინმა ხელი მოაწერა მისი უფლებამოსილების გახანგრძლივების საკონსტიტუციო ცვლილებებს

პუტინმა ხელი მოაწერა მისი უფლებამოსილების გახანგრძლივების საკონსტიტუციო ცვლილებებს


ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად მოაწერა ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მას საშუალებას იძლევს, პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს 2024 წელსაც, - იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“ 14 მარტს.

ამ განცხადებას ერთი დღით უსწრებდა წინ ცნობა, რომ რუსეთის ყველა რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა ამ ცვლილებების შემოღებას.

იანვარში პუტინი გამოვიდა რუსეთის პოლიტიკური და საკონსტიტუციო სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილების წინადადებით, რომელსაც კრემლი აღწერდა ძალაუფლების გადაწილებად პრეზიდენტისგან პარლამენტზე. თუმცა მიმდინარე კვირაში პუტინმა, რომელიც ორი ათწლეულია რუსეთის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზეა, მხარი დაუჭირა ახალ შესწორებას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უგულებელყოს კონსტიტუციაში ამჟამად გათვალისწინებული აკრძალვა 2024 წელს მისი მხრიდან პრეზიდენტად კენჭისყრაზე.

კრემლი აღნიშნავს, რომ პუტინს არ უთქვამს, იყრის თუ არა კენჭს 2024 წელსაც. საკონსტიტუციო ცვლილებები ახლა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეისწავლოს, შემდეგ ცვლილებებს მოქალაქეებს წარუდგენენ მხარდასაჭერად.

სხვა საკონსტიტუციო შესწორებები აძლიერებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ხაზს უსვამს რუსეთის კანონების უზენაესობას საერთაშორისო ნორმებზე. ცვლილებები ასევე კრძალავს ქორწინებას ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის და „ღმერთის რწმენას“ მოიხსენიებს რუსეთის ერთ-ერთ ტრადიციულ ღირებულებად.

XS
SM
MD
LG