Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბანკო სესხზე საშეღავათო პერიოდი "ლიბერთიმაც" შემოიღო


კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო, სასესხო ვალდებულების მქონე ფიზიკურ პირებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა ბანკმა „ლიბერთიმაც“.

მისი განცხადებით, „დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები“.

„ლიბერთი“ შეღავათებს შესთავაზებს ტურიზმის სექტორს და მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნესს.

მანამდე ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“.

XS
SM
MD
LG