Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია


კორონავირუსის COVID-19 გამო, დღეიდან, 10 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა იტალიის მთელ ტერიტორიაზე. მანამდე შეზღუდვა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში მოქმედებდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, იკრძალება ნებისმიერი შეკრებები და სპორტული ტურნირები. კონტემ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ გარეთ გავიდნენ მხოლოდ სამსახურში წასვლის და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. 3 აპრილამდე დაკეტილი იქნება სკოლები და უნივერსიტეტები. ამასთან, მუშაობას განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

იტალია ევროპაში პირველ ადგილზეა კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების შემთხვევებით.

10 მარტის დილის მონაცემებით, ვირუსით დაავადდა სულ 9170 ადამიანი, 463 გარდაიცვალა, 724 გამოჯანმრთელდა.

XS
SM
MD
LG