Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

MH17-ის საქმეზე ბრალდებული არც ერთი პირი არ გამოცხადდა სასამართლოზე


დონბასში ჩამოგდებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგის“ საქმეზე მიმდინარე პროცესზე, ოთხიდან არც ერთი ბრალდებული არ გამოცხადდა სასამართლო დარბაზში. ამის შესახებ, 9 მარტს, პროცესის გახსნის დროს გამოაცხადა ნიდერლანდებში მდებარე საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე, ჰენრიკ სტაინჰაუსმა.

2014 წლის 17 ივლისს მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეზე ბრალდებულია რუსეთის სამი მოქალაქე - იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი („ხმუროი“), ოლეგ პულატოვი („გიურზა“) და უკრაინის ერთი მოქალაქე - ლეონიდ ხარჩენკო („კროტი“). თითოეული მათგანი იყო დაკავშირებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებთან.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში იმყოფება მხოლოდ პულატოვის ორი ადვოკატი.

საერთაშორისო გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ლაინერი ჩამოგდებულ იქნა სარაკეტო დანადგარი „ბუკით“, რომელიც დონბასში ჩაიტანეს კურსკიდან, სადაც ის იყო რუსეთის არმიის საჰაერო დაცვის 53-ე ბრიგადის შეიარაღებაში.

2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი თვითმფრინავი დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს რაკეტით. დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი.

გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ სარაკეტო დანადგარის რუსეთიდან დონბასში ჩატანასთან კავშირი აქვთ რუსეთის მოქალაქეებს იგორ სტრელკოვს, სერგეი დუბინსკის, ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკოს.

XS
SM
MD
LG