Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში მოექცა


იტალიის პრემიერ-მინისტი ჯუზეპე კონტე
იტალიის პრემიერ-მინისტი ჯუზეპე კონტე

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა. შედეგად, ყველა ვინც, ლომბარდიის რეგიონში, ცენტრალურ და ჩრდილოეთის სხვა 14 პროვინციაში ცხოვობს გამგზავრებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.

არსებული მდგომარეობით, კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება.

BBC-ს ინფორმაციით, ქვეყანაში შეჩერდა ქორწილები და გასვენებები, ისევე როგორც რელიგიური და კულტურული ღონისძიებები. იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაიხურება სკოლები, სპორტ დარბაზები, აუზები, სათხილამურო კურორტები და შეწყდება ყველა ღონისძიება საჯარო თუ კერძო სივრცეში.

რესტორნები და კაფეები ღიაა 06:00 დან 18:00 საათამდე, მომხმარებლები კი ერთმანეთისგან სულ მცირე 1 მეტრის დაშორებით უნდა ისხდნენ.

მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები, ხოლო ვინც კარანტინს დაარღვევს, შეიძლება სამი თვით ციხეში აღმოჩნდეს.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 50-ით გაიზარდა და 230-ს გადააჭარბა, ამავე პერიოდში 1 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 883-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG