Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო: ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა


დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ძალიან წუხს და დიდ ტვირთად აწევს ის გარემოება, რომ მინისტრობის პერიოდში ვერ შეძლო ინფექციური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება:

„ეს ჩემი ბრალიცაა დიდწილად, რომ ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე დიდი ტვირთი ამ ჩემი განვლილი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა, სხვადასხვა გადაჭრის გზები ამ ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ამისი გაკეთება“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს გადატანა იგეგმება დიღმის კლასტერში, ახლად აშენებულ კლინიკაში, სადაც შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს.

XS
SM
MD
LG