Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი-ბათუმის მატარებელში მყოფ ჩინელებს გამოკვლევა უტარდებათ - სხვები გაემგზავრნენ


„ახალი მატარებელი მოიყვანეს, დეზინფექციისთვის, მგზავრები გადაიყვანეს ამ მატარებელში, რომელიც უკვე გაემგზავრა ბათუმის მიმართულებით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

თბილისი-ბათუმის („შტადლერი") მატარებელში ჩინეთის ორი მოქალაქის ასვლის შემდეგ მგზავრებმა თბილისის ცენტრალურ სადგურში მატარებლის დაძვრამდე უკმაყოფილება გამოთქვეს და მატარებლიდან ჩამოვიდნენ.

„მგზავრებმა გამოიძახეს მატარებლის უფროსი. შემდეგ - სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია“, - გვითხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ამჟამად ჩინეთის ორი მოქალაქე შემოწმების პროცედურას გადის.

შემთხვევის შესახებ „ფეისბუკზე" წერს ნინო ხითარიშვილი, რომელიც თბილისი-ბათუმის მატარებელში იმყოფებოდა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ნინო ხითარიშვილს. „როდესაც მივხვდი, რომ მატარებელი არ გადიოდა, გამოვედი ვაგონიდან და შევესწარი მგზავრების ხმამაღალ საუბარს. მათი თქმით, ვაგონში იყვნენ მგზავრები ჩინეთიდან, რომლებიც ცუდად იყვნენ. ამ ქალს ვკითხე, რატომ ფიქრობთ, რომ ცუდად არიან? მითხრა, რომ მგზავრები აცემინებდნენ, ჰქონდათ სურდო და ითხოვდნენ მათთვის სიცხის შემოწმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებდნენ გამგზავრებაზე. სხვა მგზავრებიც იგივეს ამბობდნენ. შემდგომ მოვიდა რკინიგზის ადმინისტრაცია, პატრულიც და გამოიძახა სასწრაფოც. საათ-ნახევრის შემდგომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ სხვა მატარებლით გავეშვით ბათუმში“, - გვითხრა ნინო ხითარიშვილმა.

XS
SM
MD
LG