საპატიმროდან გათავისუფლებულ ვანო მერაბიშვილს საცხოვრებელ სახლში სტუმრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვანო მერაბიშვილთან მისი ჯანმრთელობის და მდგომარეობის მოსაკითხად მივიდა: „მესმის, რომ გაინტერესებთ, მაგრამ დღეს ნებისმიერი პოლიტიკური შეკითხვა არის ადრე“
„შვიდი წელია არ მინახია, ის ჩემო ახლო მეგობარია და უბრალოდ, მინდა ვნახო, მივულოცო, მოვიკითხო და მერე პოლიტიკაზე საუბრის დროც გვექნება და ყველაფრის დროც გვექნება“, - განუცხადა მედიას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შოთა უტიაშვილმა ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელ სახლში შესვლამდე. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული ახლოვდენა და ვანო მერაბიშვილი აპირებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ თქვა, რომ მერაბიშვილი მშვენიერ ფორმაშია და მზად არის იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, 20 თებერვალს დატოვა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.
მერაბიშვილის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება.