Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


საქალაქო სასამართლოში სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან შესვენებისას დარბაზიდან იყო გამოსული, რა დროსაც მას, როგორც თავად ამბობს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სახეში ჩაარტყა.

ნიკა გვარამიაზე თავდამსხმელი და ინცინდენტში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა. როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, დაკავებისას ისმოდა რეპლიკა „ნაცები კლავენ“.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე სამი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

გიორგი რურუამ 24 სექტემბერს „მთავარი არხის“ 2.5%-იანი წილი შეიძინა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის და რურუას ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი რურუა ფინანსურად ეხმარებოდა სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" საპროტესტო აქციებს.

XS
SM
MD
LG