Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტი მონტენეგროში აღარ ჩავა რელიგიის უფლებების კანონის გარშემო დავის გამო


სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ირინეი ბელგრადში, 2019 წლის 31 დეკემბერს
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ირინეი ბელგრადში, 2019 წლის 31 დეკემბერს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა გააუქმა თავისი ვიზიტი მონტენეგროში ამ ქვეყნის რელიგიის უფლებების ახალი კანონის გარშემო დავის გამო. „გადავწყვიტე, აღარ წავიდე და ეს (სერბეთის პატრიარქ) ირინეისთან შევათანხმე“, თქვა ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე 4 იანვარს. „პატივს ვცემთ მათ დამოუკიდებლობას“, დასძინა მან.

ვუჩიჩი მონტენეგროში სერბული ეკლესიების მონახულებას გეგმავდა 7 იანვრისთვის, იულიანური კალენდრით - ძველი სტილით, 25 დეკემბრისთვის, როცა მართლმადიდებელთა ნაწილი ქრისტეშობას აღნიშნავს. მონტენეგროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მისი ვიზიტი გაამწვავებდა დაძაბულობას ბალკანეთის პატარა ქვეყანაში.

გასულ თვეში მონტენეგროს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის თანახმად, რელიგიურმა თემებმა უნდა დაადასტურონ თავიანთ ქონებაზე უფლება 1918 წლამდე, როცა უპირატესად მართლმადიდებლური რეგიონი, მონტენეგრო, შეუერთეს სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს.

სერბები აცხადებენ, რომ ახალი კანონი გამოიწვევს სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების კონფისკაციას მონტენეგროში.

მონტენეგრომ არაერთხელ უარყო ასეთი მტკიცება.

2006 წელს მონტენეგრო გამოეყო ბევრად უფრო დიდ სერბეთს რეფერენდუმის შედეგად. ბალკანეთის ამ პატარა ქვეყნის 620-ათასიანი მოსახლეობის მესამედი თავს სერბად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ახლო ურთიერთობა სურს სერბეთთან.

ვუჩიჩმა 4 იანვარს მონტენეგროსა და დასავლელ ოფიციალურ პირებს ბრალად დასდო „სიცრუის ისტერიული კამპანიის“ დაწყება, როცა მან მეზობელ სახელმწიფოში ვიზიტის შესახებ პირველად განაცხადა.

XS
SM
MD
LG