Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძემ თბილისის ნაძვის ხე აანთო


პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძვის ხე აანთო. „ულამაზესია. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან", - თქვა კალაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მართლა მილიონი ღირდა და მილანიდან ჩამოიტანეთ? კალაძე პასუხობს: „ეჭვი გეპარებათ?! ...ზოგადად ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მაქსიმალური მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალ წლისთვის ვეცდებით, რომ ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან".

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ მოედანზე მოწყობილი სცენა მიუზიკლს დაეთმო.

მერიის ცნობით, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტს უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG