"მითების დეტექტორი" აქვეყნებს სქემას, რომლის მიხედვითაც კოკა ყანდიაშვილის კუთვნილი მედია "ესპერსონა", ხელისუფლების ოპონენტების საწინააღმდეგო, მრავალათასიან ფეისბუკჯგუფებს მართავს.
ღია წყაროებზე დაყრდნობით "მითების დეტექტორის" მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ინტერნეტპორტალ “ესპერსონას” ფეისბუკგვერდი სოციალურ მედიაში სულ მცირე 14 ჯგუფსა და 7 ფსევდომედიას მართავს, მათ შორისაა ფეისბუკჯგუფი “ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა!". მას ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული მედიის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ბერიძე მართავს, რომელიც "ესპერსონაში" 20 დეკემბრამდე მუშაობდა.
"მითების დეტექტორის" განცხადებით, "ესპერსონა" ასევე მართავს ჯგუფებს:
- საგიჟეთი
- ჩვენ გვიხარია ცხოვრება
- მსოფლიო ამბები
- აქ ყველაფერია
- ჯგუფი
- ბედნიერი საზოგადოება
- გაიხალისე ცხოვრება
- სიყვარული
- გულიანი ხალხი
- პოლიტიკური ჯგუფი
- ახალგაზრდობა
- ჩვენი თაობა
- დრო
მთლიანობაში, ამ ჯგუფს ასობითათასიანი აუდიტორია ჰყავს. "მითების დეტექტორის" თქმით, ისინი იმართებიან ყანდიაშვილის მედიის მიერ ან არაპირდაპირ უკავშირდებიან მათ.
“ესპერსონას” მიერ მართული ჯგუფების ადმინისტრატორები სხვა მსხვილ ჯგუფებსაც მართავენ. მათ მიერ მართულ ჯგუფებში ადმინისტრატორებად ძირითადად ორი ერთი და იგივე გვერდი და პროფილი - “ქუჩის აკადემია” და მომხმარებელი თემო ზადოევი გამოიკვეთა. მათ მიერ მართული კიდევ 6 ჯგუფის (ქურდული, უფალო შეგვიწყალენ, უნივერსალური, პოსტალიონი, ნევროზიანი, გართობა) მოდერატორი პრორუსული გამოცემის “საქართველო და მსოფლიო” ავტორი ბაკურ სვანიძეცაა", - წერს "მითების დეტექტორი".
“ესპერსონას” მართულ ჯგუფებში შერეული ტიპის ინფორმაცია ვრცელდება. ქვეყნდება როგორც გასართობი და რელიგიასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ვრცელდება “ესპერსონას” ინფორმაციის ბმულები, პოლიტიკური შინაარსის, ასევე "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ინფორმაცია.