„მოვითხოვთ სტალინის ძეგლის აღდგენას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე“, - ამ მოთხოვნით კომუნისტები და სტალინისტები საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ.
იოსებ სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან კომუნისტები დღეს გორში ჩავიდნენ. მათ ძეგლის აღდგენის გარდა, მოითხოვეს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა.