Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტეს


88 მომხრე, 0 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის დასკვნის თანახმად, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 9 დეკემბერის წერილით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.

კომიტეტის განმარტებით, იმის გამო, რომ განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას ვადამდე უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

ნიკა მელია უფლებამოსილებისს ბოროტად გამოყენებისთვის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

ნიკა მელიას სანქციის სახით 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

XS
SM
MD
LG