ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის, დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა.
დღეს დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და ოჯახის სხვა წევრებმა მკვლელობის ადგილას ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
„ფაქტიურად, ყველა კითხვა პასუხგაუცემელია ამ ეტაპისთვის, ისე რომ, ჩემი შვილის მკვლელი ამ ეტაპზე არ არსებობს. გასაგებია, რომ პასუხისგებაში მიცემულია ადამიანი, რომლის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სასამართლოს. დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანს“, - უთხრა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს და დასძინა: „რა კითხვებიც უნდა დასმულიყო პირველი გამოძიების ეტაპზე, ზუსტად ის კითხვები ისმის ახალი პროკურორების მხრიდან“.