Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირებას იწყებენ


„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობას წრე შემოარტყეს, შეკრებილებს პიკეტირებისკენ მოუწოდა.

„ერთი წრე დავარტყით პარლამენტს, გზა ჩვენია“, - აღნიშნა ვაშაძემ და შეკრებილებს გაახსენა, რომ გასულ კვირას პარლამენტის შენობის მარჯვენა, მარცხენა და უკანა შესასვლელი იყო პიკეტირებული.

„ახლა მოგიწოდებთ, რომ დავიწყოთ პიკეტირება პარლამენტის შესასვლელების. ვინც არის პიკეტირებისთვის მზად, დავიძრათ პარლამენტის გარშემო ტერიტორიაზე. პარლამენტის სესია ვერ ჩატარდება სპეცრაზმის და სხვადასხვა სპეცსამსახურების გარეშე“, - მიმართავს გიორგი ვაშაძე მომიტინგეებს.

აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩაზე ჯერჯერობით ერთი კარავიც გაშალეს.

აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩადგებას აპროტესტებენ. ისინი აპირებენ პარლამენტის პიკეტირებით არ დაუშვან საკანონმდებლო ორგანოში 26 ნოემბრის პლენარული სხდომის გამართვა.

XS
SM
MD
LG