სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა პიკეტი პარლამენტთან. შსს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა აქციის მონაწილეებს, დაეტოვებინათ ტერიტორია.
სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, გზის სავალი ნაწილი კარვებისგან გაათავისუფლეს, რუსთაველის გამზირი კი დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა დაალაგეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში გადაიყვანეს აქციის დაშლისას დაშავებული სამი მოქალაქე, ორი დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი.
პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს 18 პირი დააკავეს.
ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
აქცია პარლამენტის წინ კვლავ მიმდინარეობს.