Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი სხილაძე: ზოსიმეს ქმედებების შესახებ ეროვნული მოძრაობის წევრებსაც შევატყობინეთ


გიორგი სხილაძე
გიორგი სხილაძე

სხილაძემ, საფრანგეთში მოღვაწე, “ემიგრაციული ეკლესიის” მოძღვარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმე შიოშვილის მიერ სექსუალური ძალადობის მცდელობების შესახებ მან და მისმა თანამოაზრეებმა 1988 წელს, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შეატყობინეს:

„ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ეს ინფორმაცია რაც შეიძლება მეტი გავლენიანი ადამიანებისათვის გვეცნობებინა, რათა არ მომხდარიყო ჩვენი ლიკვიდაცია. შევატყობინეთ ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძეს, თამრიკო ჩხეიძე და ა.შ. ეს ამბავი, იმ დღეებში, ზვიად გამსახურდიამ მიტინგზეც კი გამოიტანა, გამოაცხადა ჩვენი გვარები, ამ წერილის შინაარსი. თქვა, რომ ეკლესიაში იყო ასეთი და ასეთი ვითარება. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ზვიად გამსახურდიას მაშინდელმა უშიშროების სამსახურმა პროვოკაცია მოუწყო. ზვიადი საპატრიარქოს მოთხოვნით, სემინარიაში დაიბარეს, ვითომდა პედსაბჭოზე დასასწრებად. მას სემინარიის შენობასთან შევხვდით. კიბეებზე ავდიოდით, როდესაც ზოსიმე შიოშვილის მძღოლი და სულიერი შვილი დერეფანში გამოვიდა დაშნით ხელში და ზვიადისკენ გაიწია. თითქოსდა, ზვიადმა ჩვენი დახმარებით დასწამა ცილი უმწიკვლო ზოსიმეს და თითქოსდა, ის თავს დაესხა სემინარია-აკადემიის რექტორს. ასეთი სცენარი შეიმუშავა მაშინ უშიშროებამ. ზვიადი გაოგნებული დარჩა, ვერ გაიგო რა ხდებოდა. მოვიდა მილიცია და ზვიადს დაუწერეს აქტი, რომ თითქოს ზვიად გამსახურდია თავს დაესხა ზოსიმეს. ეს აქტი ალბათ დღემდე უნდა ინახებოდეს შსს-ს არქივში“.

ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ:

ციტატები

XS
SM
MD
LG