ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის მიერ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ბრალდებას დეკანოზი შალვა კეკელია ქართული ეკლესიის განადგურებისკენ მიმართულ ქმედებად მიიჩნევს.
“მეუფე პეტრემ მთელ ერს მიაყენა ამით შეურაცხყოფა. მთელ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა. მარტო ილია მეორეს კი არ მიაყენა, მთელ ერს მოგვაყენა შეურაცხყოფა. ქართველმა ერმა ერთხელ უკვე მოვკალით ილია ჭავჭავაძე და ნუღა ვკლავთ მეორე ილიას. ნუღა მოვკლავთ მეორე ილიას!“- განაცხადა დეკანოზმა.