იღუმენია თამარ გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს და აცხადებს, რომ იქ ცხოვრებას შეუთავსებლად თვლის, მეუფე პეტრეს დასჯის შემდეგ.
"ვინც ამ ჯვარს იტვირთებს და დარჩება, მე გამიხარდება. მე პირადად აქ არ დავრჩები", - ამბობს ცაავას მხარდამჭერი იღუმენია, თუმცა არ აზუსტებს, სად გააგრძელებს მოღვაწეობას.
მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მეუფე პეტრე ცაავა ჩამოაშორა ჭყონდიდის ეპარქიას, აუკრძალა მღვდელმსახურება, დაატოვებინა წმინდა სინოდი და გაამწესა მონასტერში მოსანანიებლად.
პეტრე ცაავას - რომელმაც პატრიარქს "პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი" უწოდა - თამარ გამყრელიძესთან ერთად, მხარს უჭერს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოების დიდი ნაწილი. მეუფე პეტრეს დასჯაზე ინფორმაციის გავრცელებისთანავე, იღუმენიამ ფეისბუკზე დაწერა: "პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესია".
წაიკითხეთ: სინოდის პირველი სხდომა 2019 წელს: რა უნდა იცოდე