Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს


სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე: "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე".

სინოდის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

სინოდის სხდომის დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტი აცხადებდა, რომ მისთვის არაფერი იცვლება და ჭეშმარიტება არის ერთი: “რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას და ჩემთან დაკავშირებულ საკითხს და თქვენ რაც გაინტერესებთ სასჯელს, თუ დღევანდელი სინოდის სხდომა გადაიქცევა და დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია“.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, ყველა სასულიერო პირის საკითხი კანონიკური სამართლით უნდა განიხილებოდეს.

XS
SM
MD
LG