Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მარში თბილისის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის ჩვენებებს ეწინააღმდეგება


რადიკალური ჯგუფის, "ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ლევან აკინის ფილმის, "And then we danced"-ის ჩვენებას თბილისის კინოთეატრებში არ დაუშვებს, ვინაიდან ეს არის "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა." ბრეგაძის თქმით, მან ჯერ არ იცის, კონკრეტულად რას იღონებს ჩვენებების ჩასაშლელად და ამ ფორმაზე ფიქრობს, მაგრამ იმაში ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ფილმის ჩვენებას ხელს შეუშლის.

"მე რაც ვნახე, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მანქანის მიერ გაკეთებული ფილმი, სხვათაშორის, ეს არის ძალიან უნიჭო ფილმი და ალბათ ამიტომაა, რომ ამ მას არც ერთი წესიერი ჯილდო არ აუღია." - ამბობს ლევან ბრეგაძე. მისი თქმით ფილმის სრული ვერსია მეგობრებმა კომპიუტერში ანახეს.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმი, რომელიც ქვიარი კაცების სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, პირველად 8 ნოემბერს უნდა უჩვენონ საქართველოს კინოთეატრებში, წინასაოსკარე კამპანიის ფარგლებში. ქართულ-შვედურ-ფრანგული სურათი ოსკარზე შვედეთის სახელით არის წარდგენილი. ფილმმა გამოსვლის დღიდან ამ დრომდე არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა.

XS
SM
MD
LG