საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოკლე კომენტარით უპასუხა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას, რომ კვირიკაშვილიც იყო მათ შორის, ვინც კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდა.
„მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც აქამდეც გავრცელდა, არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ“, - უთხრა დღეს, 28 ოქტომბერს, გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს".
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა: „გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი მეჩალიჩებოდნენ, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო“.
28 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.