Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის", - არქიმანდრიტი ბართლომე რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკაზე


ანიტა რაჭველიშვილი, არქიმანდრიტი ბართლომე
ანიტა რაჭველიშვილი, არქიმანდრიტი ბართლომე

რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, - ამ სიტყვებით უპასუხა არქიმანდრიტმა ბართლომემ ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. არქიმანდრიტის გამოხმაურება მოჰყვა ანიტა რაჭველიშვილის ფეისბუკპოსტს, წარწერას ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების მის მიერ გაზიარებულ ნიუსზე:

"ვაი შე საცოდაო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!".

ანიტა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მომღერალმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონი დოლარის გადარიცხვას გეგმავს.

სოციალურ ქსელ ფეისბუკში არქიმანდიტ ბართლომეს კომენტარის „სქრინი“ ანიტა რაჭველიშვილმა თავად გაავრცელა.

XS
SM
MD
LG