Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მიესალმება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის ხელშეწყობით 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა.

„მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა“, – ნათქვამია Twitter-ში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. ​

XS
SM
MD
LG