Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: იმედია, ზალკალიანისა და ლავროვის შეხედრა ხელს შეუწყობს ურთულესი პრობლემების მოგვარებას


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას. ჟურნალისტებთან ამ საკითხის კომენტირებისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან „სრულ სინქრონში“ შედგა:

„იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გენერალური ასამბლეის შტაბბინაში, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას. ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან.

ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს, აი, ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი, პრაგმატული პოლიტიკა და ერთადერთი პირობა, რომ ომი არ არის გამოსავალი, არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ერთიანობისთვის ჩავყაროთ საფუძველი,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა 26 სექტემბერს შედგა.

XS
SM
MD
LG