„მე მოვედი იმიტომ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვუთხრა, რომ პოლიტიკოსი, რომელიც გუშინ, ბატონი ბოკერია, აქ საუბრობდა „პატრიოტთა ალიანსზე“ და ჩვენ სხვადასხვა იარლიყებს გვაყენებდა, არის მწამებელი“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, ირმა ინაშვილმა, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - „NOW WHAT“ - დატოვების შემდეგ.